როგორი კლინიკური მიმდინარეობა აქვს კორონავირუსის ახალ შტამ Arcturus-ს – ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტება
ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ე.წ. Arcturus-ი, იგივე XBB.1.16, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება, “ომიკრონის” ქვეშტამია. როგორც გოგინავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალ შტამზე აქტიური მონიტორინგი და ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს.
ინფექციონისტის თქმით, ახალი შტამის კლინიკურ მიმდინარეობა “ომიკრონის” სხვა შტამების კლინიკური მიმდინარეობის მსგავსია. დამატებით კი ერთი გამოხატული ნიშანი და სიმპტომი აქვს – კონიუნქტივიტი.
“ახალი ქვეშტამი ე.წ. Arcturus-ი, იგივე XBB.1.16
“ომიკრონის” ქვეშტამია. ის პირველად იანვრის თვეში იქნა აღმოჩენილი. ამ შტამზე დაკვირვება მიმდინარეობდა. მარტის თვიდან, 20 რიცხვის შემდეგ ის აღიარებული იქნა შტამად, რომელიც მონიტორინგის ქვეშაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს პოტენციური უნარი, ან უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს, ვიდრე წინამორბედი შტამები იწვევდა, ან ბევრად უფრო სწრაფად გავრცელდეს, ან აქვს კარგად გამოხატული უნარი, უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს აარიდოს თავი. ამის პოტენციური უნარი აქვს, ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მონიტორინგი, აქტიური და ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს.
მისი კლინიკურ მიმდინარეობა ომიკრონის სხვა შტამების კლინიკური მიმდინარეობის მსგავსია. დამატებით ერთი გამოხატული ნიშანი და სიმპტომი აქვს – კონიუნქტივიტი. წინა შტამები კონიუნქტივიტს ნაკლებად იწვევდა. დანარჩენი სიმპტომებია ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ის სიმპტომატიკა რაც “ომიკრონის” შტამებს ახასიათებდა. რამდენად აქვს უფრო მძიმე დაავადების გამოწვევის უნარი, ჯერ ამაზე ინფორმაცია ბოლომდე არაა. როგორც პირველადი მონაცემები გვეუბნება, ძირითადად, ის სახიფათო და საყურადღებოა ადამიანებში, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადება აქვს.
ვიცით, რომ “ომიკრონი” წინამორბედი შტამებისგან განსხვავებით მძიმე დაავადებას უფრო ნაკლებად იწვევს ხოლმე. უფრო მეტად ის მძიმე მიმდინარეობას იწვევს ადამიანებში, რომლებსაც ფონური დაავადებები აქვთ.
გვაქვს მონაცემები, რომ ამ ეტაპზე ახალი შტამი დაახლოებით 29 ქვეყანაშია. ყველაზე საყურადღებო გავრცელებაა ინდოეთში. ბოლო 1 კვირაში დაახლოებით 60 000 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც, ვთქვათ, მარტის ბოლოს დაახლოებით 10 000 – მდე აქტიური შემთხვევა ჰქონდათ ლ. შემთხვევების მატება აშშ- შიც აღინიშნება.
რომ შევაჯამოთ: ახალი შტამი საყურადღებოა, დაკვირვების ქვეშ მყოფია. უფრო დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. დაახლოებით 1 თვის, თვე- ნახევრის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და შეგვეძლება, გადაჭრით ვთქვათ, რამდენად აქვს უნარი, გლობალური პრობლემები გამოიწვიოს”, – განაცხადა გოგინავამ.