გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა იმ პროპაგანდისტული საქმიანობის გაგრძელებაა, რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხა უკვე დახარჯეს
მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება.
“სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა იმ პროპაგანდისტული საქმიანობის გაგრძელებაა, რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხა უკვე დახარჯეს. სტატიები გამოაქვეყნებინეს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი არის მოწამლული და რომ იგი საჭიროებს სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას საზღვარგარეთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.