ალექსანდრე რაქვიაშვილი: არ ვეთანხმებოდით მიხეილ სააკაშვილის კომისიის შინაარსს, მაგრამ მხარს დავუჭერთ, რადგან შეთანხმებული ვიყავით „ნაცმოძრაობასთან“

ჩვენ ზოგადად არ ვეთანხმებოდით მიხეილ სააკაშვილის კომისიის შინაარსს, მაგრამ მხარს დავუჭერთ, რადგან შეთანხმებული ვიყავით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ ისინი დაუჭერდნენ ჩვენ კომისიას მხარს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარს დაუჭერენ კომისიის შექმნას, მაგრამ მონაწილეობას არ მივიღებთ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კომისიას არ დაუჭირეს მხარი, თუ ასეთი კომისია გამოვა ახლა, ჩვენ პირობას შევასრულებთ. შესაძლოა, მომავალში ჩვენი დამოკიდებულება შევცვალოთ, მაგრამ შეთანხმებული ვიყავით, ჩვენ ამ კომისიას მხარს დავუჭერთ, მაგრამ მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია, პარლამენტში დროებითმა კომისიამ შეისწავლოს, ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის უფლებები და ისიც, იმყოფება თუ არა ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“, სათანადო პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები