საქართველოს სკოლებში სწავლის დაწყების თარიღი ცნობილია

     საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტო ავრცელებს.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N84/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვრა 10 სექტემბრის შემდგომი პირველი ორშაბათი (15 სექტემბერი), ხოლო დასრულების თარიღად – 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი (12 ივნისი). საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 2015 წლის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დასრულდება 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს. ზამთრის არდადეგები დაიწყება 2014 წლის 30 დეკემბრიდან და გაგრძელდება 2015 წლის 14 იანვრის ჩათვლით”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები