ქართულმა პროექტმა “ჩემი ბედნიერი ოჯახი” სარაევოზე ჯილდო მოიპოვა
ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ახალი ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” პროექტმა სარაევოს კინოფესტივალზე ევრიმაჟის პროექტის განვითარების ჯილდო მოიპოვა.
პრიზი 30 000 ევროს შეადგენს. სარაევოს კინოფესტივალის პროექტებიდან Cine Link-მა 18 ქვეყნიდან შემოსული 200 პროექტიდან თავდაპირველად 17 პროექტი შეარჩია, ხოლო ხუთკაციანმა ჟიურიმ 17 შერჩეული პროექტიდან საუკეთესოდ ნანა ექვთიმიშვილის სცენარი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” დაასახელა. “ჩემი ბედნიერი ოჯახი” 2014 წელს დაფინანსების ეტაპს გაივლის, 2015 წელს კი საქართველოში ფილმის გადაღებაა დაგეგმილი.