ბექა ოდიშარია: ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ კეზერაშვილი პერმანენტულად ერეოდა ქართულ პოლიტიკაში – ჩრდილოვანი წესით, შავი ფულით

“მე არ მახსენდება, რომ BBC-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება აღმოჩენილიყო დაყრდნობილი რაიმე ჰაერიდან მოტანილ არგუმენტებზე. ის, როგორც ყოველთვის, 99%-იანი სიზუსტით სრულდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ კეზერაშვილი ქართულ პოლიტიკაში ერეოდა, ყველამ იცის.

„ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ კეზერაშვილი პერმანენტულად ერეოდა ქართულ პოლიტიკაში – ჩრდილოვანი წესით, შავი ფულით, ასევე არაკანონიერი გზებით მოპოვებული ფულით აფინანსებდა ის „ფორმულად“ წოდებულ „ფეიკკანტორას“. მე ვფიქრობ, რომ მას იმთავითვე ჰქონდა შემუშავებული ე.წ. დამცავი სქემა იმისათვის, რომ როდესაც მას ამხელდნენ საზოგადოებისთვის უკვე ნაცნობ დანაშაულებში და ის წარდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე, ან მას ამხელდა დასავლური მედიის ფლაგმანი, მას დასჭირდებოდა ე.წ. კვაზიინსტიტუციები, თუმცა ვეჭვობ, რომ ამ ყველაფერმა კეზერაშვილის დანაშაულებრივ ხაზს უშველოს. მინდა დავიცვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა ასეთი ტიპის დანაშაულების ზნე ისეთია, რომ ისინი ჩვეულებას ვერ იცვლიან. მე ძალიან კარგად მახსოვს არაერთი განადგურებული დარეკეტებული კომპანია, თუმცა ესეც რეკეტია, უბრალოდ ბინძური, მზაკვრული, არაადამიანური ძარცვა სიკვდილის პირას მყოფი ადამიანების. მე არ მახსენდება, რომ BBC-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება აღმოჩენილიყო დაყრდნობილი რაიმე ჰაერიდან მოტანილ არგუმენტებზე. ის, როგორც ყოველთვის, 99%-იანი სიზუსტით სრულდება“, – აცხადებს ოდიშარია.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები