აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი გახდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ეროვნული უშიშროების საბჭოსა და იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მეთიუ მილერი სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ სპიკერად დანიშნა.

როგორც ბლინკენმა მილერის წარდგენის დროს თქვა, “მთავრობაში მუშაობის გამოცდილებით და საგარეო პოლიტიკის მისი ღრმა გაგებით მეთიუს სიბრძნემ დიდი სარგებელი მომიტანა. ის ხელმძღვანელობდა ამ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის დამტკიცების სამუშაოს”.

ბლინკენმა გაიხსენა, რომ მილერი ადრე თეთრ სახლში მუშაობდა, სადაც რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ “საინფორმაციო-განმარტებით სამუშაოს” უძღვებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპიკერი, ნედ პრაისი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები