სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები იუწყებიან.

როგორც სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, აზერბაიჯანის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად, დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი ადამიანი. ადგილობრივი დროით 20:30 საათზე წინა ხაზზე ვითარება სტაბილურია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ადამიანური დანაკარგი აქვს აზერბაიჯანულ მხარესაც. გარდა ამისა, არიან დაშავებულებიც.

„11 აპრილს, დაახლოებით 16:20 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს“, – წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები