“აბსურდული, ცრუ ბრალდებები” – სამხრეთ კორეაში აშშ-ის მიერ შესაძლო მოსმენებს გამოეხმაურნენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სეოკ-იოლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აშშ-ის დაზვერვის მიერ ქვეყნის მაღალჩინოსნების შესაძლო მიყურადების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “აბსურდული და ყალბია”.

ამის შესახებ Yonhap News Agency ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.

„იონსანში საპრეზიდენტო ოფისი არის სამხედრო დაწესებულება და არსებობს მოსმენების პრევენციის სისტემა, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ჩხონვადეში იყო. ცხადია, რომ ეს ბრალდებები არის აბსურდული, ცრუ ეჭვები”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები