გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

„სასჯელის დროებითი გადავადება, ეს არის ასეთი სურვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადამიანს შესაძლებლობა რომ მიეცეს, აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან ვცდილობ, რომ როგორღაც გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები