გიგანტი საბჭოთა კალათბურთელის, უვაის ახტაევის ტრაგიკული ისტორია

საბჭოთა კალათბურთში არც ისე ცოტა ცნობილი სპორტსმენია. მაგრამ მათ შორის არსებობენ განსაკუთრებულებიც, ისინი, ვისაც შეგვიძლია ვუწოდოთ ლეგენდები. ერთ-ერთი მათგანი – უვაის ახტაევი, რომელსაც თანაგუნდელები და თაყვანისმცემლები ვასია ჩეჩენს უწოდებდნენ.
ეს ადამიანი სიმაღლეში 236 სმ იყო.
ცნობილი მწვრთნელი ალექსანდ გომელსკი ძალიან აფასებდა ახტაევს და თვლიდა, რომ საბჭოთა ნაკრებს მხოლოდ ის არ ჰყოფნიდა იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო.
უვაისის სპორტული კარიერა მოკლე იყო – სულ რაღაც 10 წელი. ის თამაშობდა „ბურევესტნიკის“ გუნდში 1947-1957 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ მას რაიმე განსაკუთრებული მიღწევა არ ჰქონია, უვაისს ყველა იცნობდა და ყველას უყვარდა. ეს ადამიანი ნამდვილად ადგებოდა თავის გუნდს.
ახტაევმა ეროვნული წვლილი შეიტანა ყაზახეთის კალათბურთის პოპულარიზაციაში. კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელად მუშაობდა და ამზადებდა როგორც კაც ისე ქალ სპორტსმენებს. მას შეეძლო მრავალი წელი ეთამაშა და დიდი სარგებელი მოეტანა საბჭოთა სპორტისთვის, მაგრამ თავის პრინციპებს ვერ ღალატობდა და ამიტომ „თამაშგარე“ მდგომარეობაში დარჩა.
უვაის ახტაევი 1930 წლის 26 დეკემბერს სოფელ ვაშენდარაიში, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში დაიბადა. როდესაც ბიჭი 13 წლის იყო მისი ოჯახი ყაზახეთში, კარაგანდუში გადაასახლეს. უმცროს კლასებში უვაისი არაფრით განსხვავდებოდა თავისი თანატოლებისგან, მაგრამ მოზარდობის ასაკში მან სწრაფად დაიწყო სიმაღლეში ზრდა. 14 წლის ასაკში მისი სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრს აღწევდა და ამაზე არ გაჩერებულა.
გადასახლებაში მყოფს ტკბილი ცხოვრება არ ჰქონია. მაშინ საკვები ბევრს არ ჰყოფნიდა და ხანდახან შიმშილის გამო ხალხი იხოცებოდა კიდეც. სწორედ ამიტომ 14 წლის უვაისმა ქურდობა დაიწყო. 
მისი კრიმინალური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა – ძალიან მალე მოზარდი მოპარული შეშით მილიციამ დააკავა. აღმოჩნდა, რომ სამართალდამცველები ახტაევს ღმერთმა გაუგზავნა.
ერთ-ერთი მილიციონერი გამოცდილი სპორტსმენი იყო. ის გაკვირვებით უყურებდა უჩვეულო სიმაღლის მქონე ბავშვს, რომელსაც ძალიან ბევრი შეშის წაღება შეეძლო, ვინაიდან დიდ მამაკაცს საშუალო აღნაგობით ამოდენა შეშის გადასატანად რამდენიმე გზა დასჭირდებოდა. გადაწყვიტეს, რომ განსხვავებული ბიჭუნა არ დაესაჯათ. ის სპორტის სექციაში მიიყვანეს, სადაც მან ვარჯიში დაიწყო.
სპორტში ახტაევმა წარმატებას ძალიან მალე მიაღწია. 1946 წელს ის ლვოვშიც კი გაგზავნეს სპორტულ შეჯიბრებაზე. ძალიან მალე უვაისი ორთაბრძოლით დაკავდა. ის სპორტულ მიმართულებას გამუდმებით იცვლიდა სანამ კალათბურთამდე არ მივიდა.
პერსპექტიული და ძალიან მაღალი ახალგაზრდა მწვრთნელმა ისააკ კოპელევიჩმა შეამჩნია. ასე მოხვდა ის 1947 წელს ალმათის „ბურევესტნიკში“.
როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ჩეჩენს ნიჭი ჰქონდა. უვაისი წარმოუდგენლად თამაშობდა და ჩაწოდებებს მთელი მოედნის გავლით აკეთებდა. მცოდნეები ამბობდნენ, რომ სსრკ-ში აქამდე ასე არავის უთამაშია.
ახტაევს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გაუჩნდა. მას ქუჩაში ცნობდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ, როდესაც კაფეში იჯდა. კალათბურთელს დამალვა უჭირდა, ვინაიდან ის ნებისმიერ ადგილზე გამოირჩეოდა.
დიდ სიმაღლესთან ჯანმრთელობის ძალიან ბევრი პრობლემაა დაკავშირებული, მაგალითად გულის პრობლემები, სახსრების და სხვა ორგანოების. ეს ახტაევმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკიდანვე გაიგო.
ახტაევს სთავაზობდნენ სსრკ-ის ნაკრებში მონაწილეობას. მაგრამ ამასთანავე წაუყენეს პირობები, რომელთაც ის ვერ დათანხმდებოდა. პოლიტბიუროს წევრმა ლავრენტი ბერიამ განაცხადა, რომ კალათბურთელს უნდა შეეცვალა სახელი, გვარი და ეროვნება.
ახტაევმა ასე უპასუხა: „თუ ეს ყველაფერი ღალატით არის მიღებული, მაშინ მე არაფერი მჭირდება. მომწონს ჩემი მშობლების გვარი და ჩემი ეროვნება ყოვლისშემძლე ალაჰისგანაა. არც ერთს არ შევცვლი და არც მეორეს. თუ ქვეყანას ვჭირდები ისეთი, როგორიც ვარ, მზად ვარ. ძალ-ღონესა და ჯანმრთელობას არ დავზოგავ, ნებისმიერ დონეზე მივაღწიო სპორტულ სიმაღლეებს“.
ის ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა. 1957 წელს უვაის ახტაევი იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. სპორტსმენს შაქრიანი დიაბეტი აღმოაჩნდა.

სპორტსმენი გროზნოში გადავიდა საცხოვრებლად და ჩეჩნეთის ნაკრების უფროსი მწვრთნელი გახდა. ახტაევი 1973 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები