“ერთად ევროპაში” – რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს
“ერთად ევროპაში” – ამ სლოგანით პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა. იგეგმება სიტყვით გამოსვლები.
რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც აქციას მსვლელობით შეუერთდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.