ბენიამინ ნათანიაჰუმ რეზერვების მობილიზების ბრძანება გასცა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო პოლიციის MAGAV-ის ყველა სარეზერვო ქვედანაყოფის და დამატებითი არმიის ძალების მობილიზების ბრძანება გასცა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ეს ფაქტი ასახავს ძალადობის შემდგომი ესკალაციის შიშებს პარასკევს მომხდარი ორი თავდასხმის შემდეგ.

„პრემიერმინისტრმა, ტერორისტულ თავდასხმებთან დაპირისპირების მიზნით, ისრაელის პოლიციას დაავალა სასაზღვრო პოლიციის ყველა სარეზერვო ქვედანაყოფის მობილიზება და თავდაცვის ძალებს დამატებითი ძალების მობილიზება უბრძანა“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს საღამოს, ჩარლზ კლორის პარკში, მანქანა დიდი სიჩქარით  ხალხის ჯგუფში შევარდა. ერთი იტალიელი ტურისტი ადგილზე დაიღუპა და შვიდი დაშავდა. დამნაშავე სამართალდამცველებმა დახვრიტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები