საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ინდოეთის ოლიმპიური კომიტეტი სანქციებისგან გაათავისუფლა

   საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ინდოეთის ოლიმპიური კომიტეტი სანქციებისგან გაათავისუფლა. დღეიდან ინდოელ ოლიმპიელებს სოჭის ოლიმპიადაზე საკუთარი დროშის ქვეშ გამოსვლის უფლება აქვთ. აქამდე ისინი საერთაშორისო ოლიმპიური დროშით იყვნენ წარდგენილები ზამთრის თამაშებზე, ვინაიდან ინდოეთის ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტი 2012 წლის დეკემბერიდან სანქცირებულია. სანქციების მიზეზი ადგილობრივი კორუმპირებული ჩინოვნიკები გახდნენ, რომლებმაც მოახერხეს და ინდოეთის ოლიმპიურ ოჯახში მაღალი თანამდებობები დაიკავეს. გუშინ ინდოეთის ოლიმპიურ კომიტეტში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, სადაც ნარაიანა რამაჩანდრანმა გაიმარჯვა. სწორედ ეს ფაქტი გახდა ინდოეთისთვის სანქციების მოხსნის უმთავრესი პირობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები