ისრაელის არმიამ ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთში ქვეითი და საარტილერიო ძალები გააძლიერა
ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ და ჩრდილოეთ სარდლობას დამატებითი ქვეითი და საარტილერიო ძალებით აძლიერებს.
ამის შესახებ არმიის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
მისი თქმით, ძალების გაძლიერების გადაწყვეტილება ბოლო მოვლენების შეფასების შემდეგ, ასევე, “შესაძლო სცენარებისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით” იქნა მიღებული.
”ძალები ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთ სანაპიროზე მზადყოფნაში არიან, რომ მოხდეს უეცარ მოვლენებზე რეაგირება”, – თქვა მან.