ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა – არიან დაშავებულები (ფოტო, ვიდეო)

ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად, აზ-ზეითუნის რაიონში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Al Hadath ავრცელებს.

ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „იერიშის შედეგად დაჭრილები საავადმყოფოებში არ მიუღიათ”.

ტელეკომპანია Al Mayadeen-ის ცნობით, „ყველა ობიექტი, რომელიც ისრაელის მიერ დაიბომბა, იყო ცარიელი “ან მათში მყოფი ადამიანები იყვნენ ევაკუირებული”.

მანამდე, ისრაელში, სდეროთის რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, ამუშავებული იყო “რკინის გუმბათი”.

ღაზას სექტორიდან და ლიბანის ტერიტორიიდან იერიშების გამო, ისრაელის ჩრდილოეთის და სამხრეთის ქალაქების უმეტესობაში სამალავები გაიხსნა.

Arutz Sheva-ს ცნობით, ორი თავშესაფარი ასევე გაიხსნა თელ-ავივის ორ გარეუბანში.

ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობით, მათ შეძლეს “ჰამასის” ორი გვირაბის და ორი სარაკეტო ქარხნის განადგურება.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჰეზბოლამ” სამხრეთ ლიბანის ბაზებზე მზადყოფნა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები