რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელი დაბომბეს – არიან დაშავებულები

ხერსონის ოლქში, ბერისლავის თემის სოფელ ზმიევკაში რუსულმა თვითმფრინავმა ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.

მისი თქმით, იერიშის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები