ლიბანმა ისრაელი დაბომბა – ერთ საათში 30 რაკეტაა გაშვებული (ფოტო, ვიდეო)

ისრაელის ჩრდილოეთ სასაზღვრო რაიონებზე ლიბანის ტერიტორიიდან მასიური სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის არმიის რადიოსადგურის ცნობით, გაშვებულია 30 რაკეტა.

ამჟამად, ისრაელის საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის დახურულია.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჩრდილოეთის რაიონებში გამგზავრებისგან.

ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის ცნობით, “რკინის გუმბათმა” გაშვებული რაკეტების უმეტესობის მოგერიება შეძლო.

თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ საგანგებო შეხვედრაზე თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის ექსპერტები ქვეყნის ჩრდილოეთში არსებულ ვითარებას შეაფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები