სი ძინპინმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, არ დაუშვას უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება

“ჩინეთი მზად არის, საფრანგეთთან ერთად მოუწოდოს მსოფლიო საზოგადოებას, უკრაინის კრიზისის კონტექსტში, არ დაუშვას ბირთვული იარაღის გამოყენება და სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები”, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების შემდეგ.

“ჩინეთი მზად არის, ითანამშრომლოს საფრანგეთთან და მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას, შესრულდეს დაპირება ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ და არ წამოიწყოს ბირთვული ომები, წინააღმდეგობა გაუწიოს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენებას ნებისმიერ გარემოებებში, წინააღმდეგობა გაუწიოს თავდასხმებს ატომურ ელექტროსადგურებზე და სხვა სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზე“, – ციტირებს სი ძინპინს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები