მაკრონმა სი ძინპინს მოუწოდა, უკრაინაში ომის შესაჩერებლად პუტინზე გავლენა მოახდინოს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საკუთარი გავლენის გამოყენებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ მაკრონმა პეკინში თქვა, სადაც სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.
მაკრონის თქმით, არსებული კრიზისი საფრთხეს ქმნის იმ კუთხით, რომ მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები შესაძლოა, მტრულ ბლოკებად გადაიქცნენ.
„უკრაინაში რუსულმა აგრესიამ დარტყმა მიაყენა საერთაშორისო სტაბილურობას. მე ვიცი, რომ შემიძლია, მქონდეს თქვენი იმედი, რომ შეძლებთ რუსეთის დარწმუნებას და ყველას მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნებთ“, – უთხრა მაკრონმა ჩინელ კოლეგას.
დღეს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინაში არსებული ვითარება „მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას არ იძლევა“.