აშშ უკრაინას დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერიმენტულ იარაღს გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინას ექსპერიმენტულ ანტიდრონის იარაღს გადასცემს.

ამის შესახებ UNIAN-ი Defense One-ზე დაყრდნობით წერს.

საუბარია ამერიკული კომპანია SAIC-ის მობილურ პლატფორმებზე. უკრაინაში 10-მდე ასეთი პლატფორმის გადატანა იგეგმება.

იარაღი მოიცავს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა: დრონების დაზიანებისთვის ლაზერული სისტემები; ნორმალური მუშაობისთვის ხარვეზების შესაქმნელი რადიოელექტრონული სისტემები; დრონების დაჭერის სისტემები – “მტაცებელი დრონების” პრინციპით; რაკეტებით ან მცირე იარაღით უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების კინეტიკური სისტემები;

აღნიშნულია, რომ საბრძოლო მასალის ღირებულება 30 000 დოლარამდეა, რაც უფრო იაფია, ვიდრე საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რომლებსაც უკრაინა ამჟამად “შაჰედების” ჩამოსაგდებად იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები