ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანნა მარინმა ქვეყნის პრეზიდენტ საული ნიინისტოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.
ცერემონია ფინეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა.
მარინის მთავრობის გადადგომა 2 აპრილს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, რომლის შედეგად სოციალ-დემოკრატებმა მესამე ადგილი დაიკავეს.
„რესპუბლიკის ძვირფასო პრეზიდენტო, პატივისცემით გთხოვ, გამათავისუფლოთ მე და სამთავრობო საბჭოს სხვა წევრები დაკავებული თანამდებობებიდან“, – განაცხადა მარინმა.
პრეზიდენტი ნიინისტო თხოვნას დათანხმდა.
ახალი მთავრობის ფორმირებამდე, სანნა მარინი პრემიერის მოვალეობას შეასრულებს.
არჩევნებში გამარჯვებული ეროვნული კოალიციური პარტიის თავმჯდომარე, პეტერი ორპო მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციებს მომავალ კვირას დაიწყებს.