ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა.
მედიის ცნობით, პრეზიდენტები შეხვედრაზე განიხილავენ ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის იმ საკითხებს, რომლებიც არ ექვემდებარება განხილვას უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე.
განხილული იქნება იმპორტის ჩანაცვლების, თანამშრომლობის გაღრმავების, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების განვითარების საკითხები. ასევე, თემებს შორის იქნება საერთაშორისო ვითარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკო დაესწრება საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომას.