ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 4 აღსაზრდელია მოკლული

ბრაზილიაში, სანტა-კატარინას შტატში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 4 ბავშვია მოკლული, კიდევ 4 – დაშავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ცულით შეიარაღებული 25 წლის მამაკაცი საბავშვო ბაღს ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 09:00 საათზე დაესხა.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

სანტა-კატარინას შტატის გუბერნატორმა მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები