ამბავი, რომელიც ოლიმპიური სოჭის კიდევ ერთ სკადალად იქცა
,,ბი- ბი-სიმ“ საგანგებო სიუჟეტი გადასცა მაწანწალა ძაღლებზე, რომლებიც ლამის მთელ ქალაქს მოედნენ. ისინი თავის დროზე ოლიმპიური ქალაქის მშენებელ-მიგრანტებთან ცხოვრობდნენ. გარკვეულ დროს ქალაქის მმართველებმა მათი დაჭერა და განადგურება გადაწყვიტეს. ამბავი უცხოური ტელეკომპანიების ყურამდე მივიდა და ლამის სკანდალად იქცა. შველა იქიდან მოვიდა, საიდანაც არავინ ელოდა.
სოჭელმა ნადეჟდა მაიბოროდამ მათთვის დროებითი თავშესაფრის აშენება გადაწყვიტა, რისთვისაც მას ფული მულტიმილიარდელმა ოლეგ დერიპასკას მისცა. დროებითი ძაღლსაშენისთვის ფული ადგილობრივმა მსხვილმა რუსმა ბიზნესმენმა გაიღო. მილიარდელმა “ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს საკითხი მას ძალიან აღელვებს და გაიხსენა, რომ თავის დროზე საკუთარ სახლში ერთი უპატრონო ძაღლი შეიფარა. ასე რომ, სოჭის მაწანწალა ძაღლების ბედი გადაწყვეტილია: ახლა მათთვის ერთ დიდ შენობას ეძებენ.