ესპანეთი უკრაინას ტანკებს დაგეგმილზე გვიან გადასცემს

ესპანეთი უკრაინას Leopard-ებს აპრილის მეორე ნახევარში გადასცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად გაჟღერებული ვადა გადაიწევს.

უკრაინისთვის ტანკების გადაცემა 9 აპრილისთვის იყო დაანონსებული.

როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლება ასევე მუშაობს დამატებითი ოთხი ტანკის ექსპლუატაციაში მოყვანაზე.

ჯამურად, მადრიდი კიევს 10 ტანკს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები