საქართველო – ინგლისურ რარიტეტულ გამოცემებში
ხელოვნების სასახლეს საქართველოს შესახებ უცნობი და უნიკალური ინფორმაცია გადაეცა. 16-18 საუკუნეების ინგლისურ რარიტეტულ გამოცემებში დაცული დოკუმენტების ბეჭდური ასლები ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს გადასცა. კოლექციაში 500-ზე მეტი ნაბეჭდი გვერდი და ქართული ისტორიოგრაფიისთვის უცნობი ინფორმაციაა თავმოყრილი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქართული მხარე მასალის თარგმნას გეგმავს.