ჯონ კირბი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში, თეთრი სახლი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის

აშშ, ამ კვირაში, უკრაინის თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის ემზადება, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ამ კვირაში სხვა [დახმარების პაკეტს] ვიხილავთ. არ შემიძლია დეტალების გაცემა, თუ როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ…ეს იქნება ძალიან, ძალიან მალე“, – აღნიშნა კირბიმ.

როგორც მან აღნიშნა, ახალი პაკეტი შინაარსის თვალსაზრისით „კოორდინირებული იქნება“ აშშ-ის დახმარებასთან უკრაინაში, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში იყო უზრუნველყოფილი შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები