უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის და გენერალ-პოლკოვნიკის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება და მტერი იქ ძალას კარგავს.
როგორც მან აღნიშნა, ის მუდმივად მუშაობს ქვედანაყოფებთან, რომლებიც დავალებებს ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილებში ასრულებენ.
„მე შევხვდი ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც გაანადგურეს „ვაგნერელთა“ და რუსი მედესანტეების უძლეველობის მითი. მტერი სუსტდება და ცდილობს დაფაროს თავისი წარუმატებლობა ბახმუტის აღების შესახებ უფრო და უფრო მეტი ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მუშაობა უარყოფს რუსი პროპაგანდისტების ყველა ძალისხმევას. ჩვენ მათ დავძლევთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი მიწაა. ბახმუტი კი უკრაინაა“, – აღნიშნა სირსკიმ.