UNICEF: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა განაცხადა.

„კიდევ ერთი ტრაგიკული ეტაპი უკრაინის ბავშვებისა და ოჯახებისთვის“, – აღნიშნა რასელმა „ტვიტერში“.

მისი თქმით, რეალური რიცხვი გაეროს მიერ შემოწმებულ ოდენობაზე, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 467 ბავშვი დაიღუპა, 944-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები