კახა კალაძე: ისეთ ადამიანებს და ტიპაჟებს, როგორიც ვიოლა ფონ კრამონია, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს განვითარების, წინსვლისა და ევროინტეგრაციის

ისეთ ადამიანებს და ტიპაჟებს, როგორიც არის ქალბატონი ვიოლა, საქართველოს განვითარების, წინსვლისა და ევროინტეგრაციის არანაირი სურვილი არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე აღნიშნული კომენტარით 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლას გამოეხმაურა.

„ეს არის სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობა, რაც არაერთხელ დადასტურებულა თუნდაც განცხადებებით, ამ ადამიანების ქმედებებით. ერთი მხრივ, მოგვიწოდებენ დეპოლარიზაციისკენ და, მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ეგრეთ წოდებული, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ქვეყნის მეგობრები ხელს უწყობენ პოლარიზაციას, ხელს უწყობენ მარგინალური, რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას. რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ, ეს არის ძალიან დიდი უპატივცემულობა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ ვითარებას, რეალობას, ვინ არის ამ ქვეყნის მართლა მეგობარი, ვის აქვს სურვილი, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მოხდეს ევროინტეგრაცია. ასეთ ადამიანებს და ასეთ ტიპაჟებს, როგორიც არის ქალბატონი ვიოლა, ნამდვილად არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს განვითარების, წინსვლისა და ევროინტეგრაციის. ამ ადამიანებს თავიანთი კონკრეტული ინტერესები აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები