კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ “კიევის რეჟიმი” მხარს უჭერს ტერორს და შესაძლოა, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის, ისევე როგორც 20914 წლიდან მრავალი სხვა მკვლელობის უკან იდგეს. პესკოვის თქმით, ამიტომ ტარდება უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”.
ამის შესახებ მან სანკტ-პეტერბურგში 2 აპრილს კაფეში აფეთქებული “სამხედრო კორესპონდენტის”, პროპაგანდისტის, მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკის აფეთქებაზე საუბრისას თქვა.
„რუსეთი კიევის რეჟიმის წინაშე აღმოჩნდა. ეს არის რეჟიმი, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ქმედებებს, ეს არის რეჟიმი, რომელიც დგას დარია დუგინას მკვლელობის უკან, ეს არის რეჟიმი, რომელიც შესაძლოა, დგას ფომინის მკვლელობის უკან. ეს არის რეჟიმი, რომელიც დგას მრავალი ადამიანის მკვლელობის უკან, 2014 წლიდან დაწყებული. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, – თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, მომხდართან კავშირში შესაძლოა, უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ.
“ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადების მიხედვით, არსებობს მონაცემები, რომ ამ ტერაქტის დაგეგმვასთან კავშირი შესაძლოა, უკრაინის სპეცსამსახურებს ჰქონდეთ. ცხადია, რო ეს არის ტერაქტი”, – თქვა პესკოვმა.