ირაკლი ზარქუა: კეზერაშვილი არის წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული მინისტრი

“წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული მინისტრია, რომელმაც გაძარცვა ჯარი და გახდა მულტიმილიონერი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მოპარული ფულით ოპოზიციას აფინანსებს.

„ეს არის დავით კეზერაშვილის მორიგი აღიარება. ფაქტობრივად, ქართულ საზოგადოებას ჩვენება მისცა – დავით კეზერაშვილი არის წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, გახდა მულტიმილიონერი და ახლა მოპარული ფულით რადიკალებს, ოპოზიციას აფინანსებს. ქართულ პოლიტიკაში ვინც ხელმოცარულია რადიკალების სახით, მათი ძირითადი ნაწილი კეზერაშვილის დაფინანსების ქვეშ არის, მათ შორის არიან ტელევიზიებიც. არ გვიკვირს, ეს ხელმოცარულები – ჭიჭე ვაშაძით დაწყებული, ნაცებით დამთავრებული, ლუზერები რომ არიან. მათი ბრძნული აზრებით ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ერთადერთია რევოლუცია და გადატრიალება, რისთვისაც იყენებენ ახალგაზრდებსაც და საზოგადოების გულწრფელ შეშფოთებას, რომლებიც არასწორი ინფორმაციებით შეცდომაში შეჰყავთ და ცდილობენ, რევოლუციური სცენარები ამით ააგორონ. რა მორალისა და ღირებულებების პარტია უნდა იყო, რომ ქართველი ჯარისკაცებით ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან და ფულს თამამად იღებენ. კეზერაშვილი ჩვენებას იძლევა, თუ როგორ არის კლასიკურად დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ადრესატი, რომელიც ევროკომისიამ განგვისაზღვრა. ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ დამფინანსებლებს შეეხება, რომელიც არის ქურდი კეზერაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები