სანკტ-პეტერბურგში რუსი პროპაგანდისტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი – დარია ტრეპოვა დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის Telegram-ის არხზეა ნათქვამი.
ამასთან, რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ტატარსკის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების მონაწილეობით დაგეგმეს.
“ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ, ნავალნის “კორუფციასთან ბრძოლის ფონდიდან” აგენტების მონაწილეობით, რომლის აქტიური მხარდამჭერია დაკავებული დარია ტრეპოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი 2 აპრილს სანკტ – პეტერბურგში, კაფეში ააფეთქეს.
ვინ არის ვლადლენ ტატარსკი, იხილეთ აქ.