სოჭსა და ტრაპიზონს შორის 1-ელი მაისიდან საბორნე მიმოსვლა აღდგება, რომელიც 1992 წელს დაიწყო და 2014 წელს, ოლიმპიურ თამაშებამდე შეწყდა.
ამის შესახებ ტრაპიზონის პროვინციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა, ერკუთ ჩელებიმ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერა 6 აპრილს იგეგმება.
ჩელები ამბობს, რომ ბორანი 300 ადამიანს, 200 ავტომობილს, ექვს ავტობუსს და 12 კონტეინერს დაიტევს.
გაზეთი Yeni Akit-ი წერს, რომ ასეთი ტრანსპორტირება აქტიურად ხორციელდებოდა 1992-2008 წლებში, თუმცა, შემდგომში რეისების რაოდენობა თანდათან შემცირდა და 2014 წელს მთლიანად შეწყდა.