ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში” ცვლილებებზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში” შესატან ცვლილებასა და გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, შეიქმნას ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას და გამჭვირვალობას, გაათავისუფლებს სარკინიგზო ოპერატორებს და ინფრასტრუქტურის მენეჯერს საჯარო ვალდებულებებისგან და ამით ბიზნესოპერატორებს, მათ შორის, საქართველოს რკინიგზას, შესაძლებლობა მიეცემა, მეტად იყვნენ ორიენტირებული კომერციულ პრინციპებზე. „საკანონმდებლო პაკეტი, ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, სარკინიგზო სფეროს რეფორმას ეხება.
რეფორმის ეს ეტაპი ითვალისწინებს სარკინიგზო დარგის ტექნიკური მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს დაფუძნებას, რომელიც განახორციელებს ამ დარგის სახელმწიფო ტექნიკურ რეგულირებასა და ზედამხედველობას ამ ეტაპზე უსაფრთხოებისა და ტექნიკური შესაბამისობის მიმართულებით, რისთვისაც შეიქმნება საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა, მემანქანეების მართვის მოწმობების გაცემისა და სერტიფიცირების სისტემა, რის შედეგადაც, მატარებლის მემანქანეებზე სახელმწიფოს მხრიდან გაიცემა მართვის მოწმობები, რაც დღეს საქართველოს რკინიგზის მხრიდან ხდება. ასევე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვა მოწესრიგდება და სარკინიგზო შემთხვევების მოკვლევა დაიწყება დამოუკიდებელი უწყების მხრიდან”,- განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები