არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია კონსტრუქციული მომავალშიც არ იქნება, ევრორეკომენდაციების განხორციელების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანას არ აპირებს

რადიკალური ოპოზიცია მომავალშიც არ იქნება კონსტრუქციული, საკუთარი წვლილის შეტანას არ აპირებს ევრორეკომენდაციების განხორციელების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს, რათა რეკომენდაციები ამომწურავად იყოს შესრულებული და ევროკავშირს ჰქონდეს სრული საფუძველი, საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.

„გვქონდა სურვილი, ოპოზიცია მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში, თუმცა დავინახეთ, რომ მათ არათუ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არამედ, პირიქით, ეშინიათ და არ უნდათ, რომ ეს 2024 წლის არჩევნებამდე მოხდეს. ამაში ხედავენ საფრთხეს სწორედ მათი პარტიული ინტერესებისთვის. ფიქრობენ, თუ საქართველო მიაღწევს წარმატებას, ამაში იქნება ხელისუფლების მნიშვნელოვანი წვლილი, საზოგადოების დიდი დამსახურება, მაგრამ ისინი ვერაფერს მიიღებენ სანაცვლოდ, ამიტომ დახურულ კარს მიღმა ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, არჩევნებამდე საქართველოს არ მისცენ კანდიდატის სტატუსი, რომ ამან ხელი არ შეუშალოს რადიკალურ ოპოზიციას საკუთარი გეგმების განხორციელებაში. ეს არ არის პატრიოტული მიდგომა, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. რადიკალური ოპოზიცია მომავალშიც არ იქნება კონსტრუქციული, საკუთარი წვლილის შეტანას არ აპირებს ევრორეკომენდაციების განხორციელების პროცესში. ჩვენ, ხელისუფლება, გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რეკომენდაციები ამომწურავად იყოს შესრულებული. ევროკავშირს ჰქონდეს სრული საფუძველი, საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. საქართველოსა და ევროპის ორმხრივ ინტერესებში შედის, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები