არჩილ თალაკვაძე: ღიმილისმომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას

ღიმილისმომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას.

მისი თქმით, ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში პრეზიდენტს მოიხსენიებდა, როგორც არალეგიტიმურს.

„უკიდურესად შეურაცხმყოფელ კამპანიას აწარმოებდნენ მის მიმართ, დღეს უკრავენ ტაშს ისე, რომ არც ერიდებათ საკუთარი სიტყვების, განცხადებებისა და ქცევის, რაც ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ გააკეთეს, როგორც ისინი ექცეოდნენ ამ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ინსტიტუტს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, შეგვექმნა საქმიანი გარემო პრეზიდენტის ანგარიშისთვის, რათა საშუალება ჰქონოდა, შესრულებული სამუშაო და საკუთარი ხედვა საზოგადოებისთვის მიეწოდებინა. რასაკვირველია, ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, არ ვეთანხმებით იმ კრიტიკულ მოსაზრებებს, რაც მოვისმინეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანაში არსებული საკონსტიტუციო ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის და პარლამენტში არის რეალური პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები