ბაიდენი რუსეთს დაკავებული ამერიკელი კორესპონდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს დაკავებული ამერიკელი კორესპონდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„გაუშვით, წავიდეს“, – განუცხადა თეთრი სახლის ლიდერმა CNN-ს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბაიდენმა ამ საკითხზე საჯარო კომენტარი გააკეთა.
მოგვიანებით ჟურნალისტის კითხვაზე, გააძევებს თუ არა შეერთებული შტატები რუს დიპლომატებს ან ჟურნალისტებს ქვეყნიდან გერშკოვიჩის დაკავების გამო, ბაიდენმა უპასუხა: „ეს ახლა გეგმაში არ არის“.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ეკატერინბურგში The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი, ევან გერშკოვიჩი „ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე“ დააკავა.