რუსეთის სპეცსამსახურებმა Wall Street Journal-ის კორესპონდენტი “ჯაშუშობისთვის” დააკავეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ეკატერინბურგში The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი, ევან გერშკოვიჩი “ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე” დააკავა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აშშ-ის მოქალაქის, 1991 წელს დაბადებულის, გერშკოვიჩ ევანის კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთა, რომელიც ეჭვმიტანილია ამერიკის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში”.

ФСБ-ს მტკიცებით, “ამერიკული მხარის მითითებით, კორესპონდენტი აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და შეეხება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები