პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია , – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა ნათლად აირჩია მხარე, მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია.

“ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია. სრულიად გვესმის საქართველოს ძალიან რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ვიცით საქართველოს ტრაგიკული ისტორია, მათ შორის, რამდენიმე ომი, ბოლო 2008-ში, გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% საქართველოს მთავრობის კონტროლის მიღმაა. ამავდროულად, ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად და საქართველო ერთ-ერთი მათგანია”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს, რასაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები დაეხმარებიან, თუმცა, აქვე დასძინა, რომ საბოლოო არჩევანი ქართველი ხალხის გასაკეთებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები