მდინარაძე – ზურაბიშვილზე: პრეზიდენტს იგნორირებული აქვს მათი პოზიცია, ვინც მხარს უჭერდა და ამყარებს მათ ნარატივს, ვინც აგენტს ეძახდა

ისმება ლოგიკური შეკითხვა, რატომ ხდება ისე, რომ თქვენ ვინც მხარი დაგიჭირათ, მათ პოზიცია თქვენ მიერ აბსოლუტურად იგნორირებულია და ვინც აგენტს გეძახდათ – და ამ ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებები მტკიცებულებებით უდასტურდებათ – მათ ნარატივს ამყარებთ? ეს არის სამწუხარო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროკავშირმა თავად აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ამის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ნარატივს იმეორებს.

„კანდიდატის სტატუსის არმონიჭება არის რადიკალური ოპოზიციის მიზანი, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერი გზით და ფორმით, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საქართველოსა და ქართული მიზნებისგან განსხვავებით, ხომ არ ემთხვევა ირიბად თუ პირდაპირ თქვენი პოზიცია დღევანდელ ამ მიზნებს?
დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა, ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ამბობს, რომ იმსახურებდა, თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. რაც  უნდა გასაოცარი იყოს, შესრულებულ, თითქმის ბოლოში გასულ რეკომენდაციებს დაარქვით ფორმალურად შესრულებული. დღეს ამბობთ, რომ კიდევ არ იმსახურებს და რატომ ემთხვევა სამივე მიზანი რადიკალური ოპოზიციის მიზნებს, იქნებ, ეგ აგვიხსნათ. ვინც თქვენ ხმა მოგცათ, იმის პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დღევანდელ თქვენი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც თქვენ მოღალატეს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ. საზოგადოების დაკვეთა იყო არა ბოროტებას, არა ძალადობას, არა „ნაცმოძრაობას“ და დღეს თქვენ ყველა თქვენი წინადადებით, ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის“ ცრუ კამპანია, მათ მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

აქედან გამომდინარე, ისმება ლოგიკური შეკითხვა, რატომ ხდება ისე, რომ თქვენ ვინც მხარი დაგიჭირათ, მათ პოზიცია თქვენ მიერ აბსოლუტურად იგნორირებულია და ვინც აგენტს გეძახდათ – და ამ ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებები მტკიცებულებებით უდასტურდებათ – მათ ნარატივს ამყარებთ? ეს არის სამწუხარო“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს დღეს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები