თაკო ჩარკვიანი: არასდროს მომიკლია საქართველოს პრეზიდენტისთვის კრიტიკა, მაგრამ დღეს საინტერესო და მკვეთრი მახვილები ჰქონდა

“კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, დღეს პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, პრეზიდენტს მკვეთრი მახვილები ჰქონდა, განსაკუთრებით, დასავლურ მიმართულებებზე საუბრისას.

„როგორც არასდროს, იმდენად მკვეთრი და სწორი მახვილები ჰქონდა. მე არასდროს მომიკლია საქართველოს პრეზიდენტისთვის კრიტიკა, მაგრამ დღეს იყო ძალიან საინტერესო და ძალიან მკვეთრი მახვილები ჰქონდა. განსაკუთრებით, როდესაც დასავლურ ღირებულებებზე საუბრობდა, იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც მოვინიშნე კიდეც – ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, რათა საქართველომ ევროპულ კურსს არ გადაუხვიოსო. მაშინ იმ ყველა ბერკეტში აუცილებლად უნდა შევიდეს პოლიტპატიმრების თემა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები