ფრიდონ ინჯია – პრეზიდენტს: თქვენი განცხადებები მიმართულია დეპოლარიზაციის გაღრმავებისკენ და განსაკუთრებით – დღევანდელი გამოსვლა

თქვენი განცხადებები, რომ ჩვენ რუსეთთან მიმოსვლა არ გვინდა, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა. იქ ცხოვრობს ათასობით ქართველი, რომლებსაც საქართველოში ჰყავთ მილიონი ნათესავი და მათ თქვენ ხმა მოგცეს, – ასე აფასებს „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

“ბოლო პერიოდის თქვენი განცხადებები მიმართულია დეპოლარიზაციის გაღრმავებისკენ და განსაკუთრებით – დღევანდელი გამოსვლა. თქვენ გაქვთ კიდევ ერთი წელი, რომ იყოთ საქართველოს პრეზიდენტი და გთხოვთ გააკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელიც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ამას გააკეთებ, ამით თქვენ ერთ პატარა ბრტყელ აგურს დადებთ ქვეყნის მშენებლობისთვის და კეთილდღეობისთვის.
თქვენი განცხადებები, რომ ჩვენ რუსეთთან მიმოსვლა არ გვინდა, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა. იქ ცხოვრობს ათასობით ქართველი, რომლებსაც საქართველოში ჰყავთ მილიონი ნათესავი და მათ თქვენ ხმა მოგცეს. იმ ზარალს, რასაც მიიღებს სახელმწიფო, იმ მილიარდებს და მილიონებს რაც შეიძლება საქართველომ მიიღოს ვინ დააკომპენსირებს? ეს ხომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა?! ამაზე ვინ აგებს პასუხს? ვისი პრეზიდენტი ხართ თქვენ?“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები