დავით უსუფაშვილი: მოვისმინეთ გაბრაზებული სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა, ორიოდე დღის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით

მოვისმინეთ გაბრაზებული სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა. ორიოდე დღის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით, – ასე მიმართა “ლელოს” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიციები სრულ თანხვედრაშია „ლელოს“ პოზიციებთან.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ გაბრაზებული სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა. ორიოდე დღის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით, ქალბატონო სალომე, მაგრამ არა უშავს, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო. გაბრაზებული იმით, რომ საქართველო, რომელსაც უნიკალური შანსი მიეცა, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამყარებისთვის გადადგას უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ამ ვითარებას შეხვდა იმ გაუგებრობაში, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა აღწერა. ასეთ დროს შეუძლებელია არ იყო ისევე გაბრაზებული, როგორც ის ათიათასობით ახალგაზრდა, რომლებიც ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენციების გარეშე და პარტიული კუთვნილების გარეშე გამოვიდა და თავისი ხმა გაგვაგონა, იმისთვის, რომ იქნებ გამოვფხიზლდეთ ყველანი ერთად და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები