იაგო ხვიჩია: მე გავბედავ და საქართველოს პრეზიდენტს ქმედებებსაც მოვთხოვდი

პრეზიდენტის შეშფოთება იმაზე, რომ ჩვენ დასავლურ კურსს ვუხვევთ და ზოგადად, ქართველი ხალხის არჩევანს გვერდს ვუვლით, სწორი კრიტიკაა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიში მოისმინეს.

ხვიჩიამ თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მიმართა და აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბევრი ადამიანი დღეს ქვეყანაში უკანონო პატიმარია.

„მე გავბედავ და საქართველოს პრეზიდენტს ქმედებებსაც მოვთხოვდი. მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ბერკეტები აქვს და ამ ბერკეტებს შეწყალების ინსტრუმენტი ჰქვია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები