“დაუშვებელია, დასავლეთმა საქართველოს პოლიტიკაზე მოახდინოს გავლენა” – ზახაროვა

საქართველოს საქმეებში ჩარევის და შიგნიდან ქვეყანაში სიტუაციაზე გავლენის მოხდენის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

ამის შესახებ მან პროექტ “მრავალპოლარულობისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა.

„აბსოლუტურად მიუღებელია არა მხოლოდ ჩარევის ასეთი უხეში მცდელობები, არამედ – სიტუაციის მოდერირება შიგნიდან, ინსტიტუტების მეშვეობით – მათაც ყველა კარგად იცნობს – ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. საზოგადო მოღვაწეების მეშვეობით. ეს ყველაფერი გარედან პირდაპირ არის რეჟისირებული”, – თქვა მან.

ზახაროვას თქმით, ეს არის გარედან ვითარებაზე გავლენის მოხდენის “ბანალური, პრიმიტიული” გზები.

ზახაროვა ამბობს, რომ ამ მცდელობებს შეუძლია, გავლენა მოახდინონ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

„ცხადია, ეს რეგიონი ისტორიულად არის სფერო, რომელსაც, რატომღაც, დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ თავიანთი ექსკლუზიური ინტერესების ზონად და მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ, უგულებელყონ ის ფაქტი, რომ ეს არ ეხება მათ ტერიტორიებს, მათ კოლონიებს, პროტექტორატის ზონებს, არამედ ამ ეტაპზე თანამედროვე, ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოს ეხება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთს ესმის, რომ “საუბარია ქვეყანაზე, რომელიც აშენებს თავის სახელმწიფოებრიობას ახალ ისტორიულ რეალობაზე დაყრდნობით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები