თამარ გაბუნია: რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეიქმნას მომავალი – მზად ვართ, ნებისმიერ თანამშრომელს გავესაუბროთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა აიღოს მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური საავადმყოფოს ფუნქცია, როგორც თბილისისთვის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მისივე თქმით, სამინისტრო მზადაა საავადმყოფოს ნებისმიერ თანამშრომელს გაესაუბროს.
“რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა აიღოს მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური საავადმყოფოს ფუნქცია, როგორც თბილისისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ამ ფუნქციების დაბინავება დღევანდელი ინფრასტრუქტურის პირობებში, ტექნიკურად არის შეუძლებელი.
აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე და ახლა ის გარდამავალი პერიოდი, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც ყველა ვხედავთ, რომ არის საკმაოდ კომპლექსური პერიოდი, უნდა გავიაროთ თანამშრომლობის რეჟიმში.
ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თანამშრომელს სათითაოდ გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც აქვთ მათ საკუთარ დასაქმებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით, მაგრამ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეიქმნას მომავალი”, – განაცხადა გაბუნიამ.