იაგო ხვიჩია: ვერ წარმომიდგენია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითონ გასცენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის მითითება და შემდეგ ეს ხალხი ჩვეულებრივად აგრძელებდეს საქმიანობას

ვერ წარმომიდგენია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითონ გასცენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის მითითება აქციის პირველ დღეს და შემდეგ ეს ხალხი ჩვეულებრივად აგრძელებდეს ოპოზიციურ პარტიაში საქმიანობას,- ამის შესახებ “გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

დეპუტატის თქმით, პირი, რომელმაც პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, უნდა დაისაჯოს.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩადის ამ საქციელს: როდესაც ასეთ უწყინარ სიტუაციაში ვიღაცამ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, მგონია, რომ ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს. მე საერთოდ სახელმწიფო სისტემის პროვოკატორი მგონია და არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითონ გასცენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის მითითება აქციის პირველ დღეს და შემდეგ ეს ხალხი ჩვეულებრივად აგრძელებდეს ოპოზიციურ პარტიაში საქმიანობას“, – აცხადებს ხვიჩია.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 7-9 მარტის აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი აქციაზე პოლიციელებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მამის მიმართ ძალადობის მუხლით ნასამართლევი ლაზარე გრიგორიადისი ელენე ხოშტარიას პარტიის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები