იაგო ხვიჩია: 9 აპრილი სხვა ხალხის დღეა, ამ თარიღისთვის მიტინგის დამთხვევას დიდი გამბედაობა სჭირდება

“9 აპრილი სხვა ხალხის დღეა და ეს დღე დიდი ხანია, სხვა ადამიანებს ეკუთვნით. ამ თარიღისთვის მიტინგის დამთხვევას დიდი გამბედაობა სჭირდება”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლეგიტიმურია, „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებდეს.

„აქციის ქუჩაში გატანას აზრი აქვს, თუ გაქვს იდეა, რაში გჭირდება ხალხის დახმარება და ამ დახმარებას თხოულობ, მაგრამ 9 აპრილს მიშა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ჩატარებული მიტინგის ნაკლებად მჯერა, რადგან ამისთვის, სულ მცირე, სხვა დღე უნდა აირჩიო. ის, რაც საქართველოში 9 აპრილს ქმნის, განსხვავდება იმისგან, რაც დღეს ქვეყანაში რჩება. აქედან გამომდინარე, 9 აპრილი სხვა ხალხის დღეა და ეს დღე დიდი ხანია, სხვა ადამიანებს ეკუთვნით. ამ თარიღისთვის მიტინგის დამთხვევას დიდი გამბედაობა სჭირდება. 9 აპრილის აქცია ცალსახად დატვირთული იქნება სააკაშვილის პატიმრობის თემით. ლეგიტიმურია, „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებდეს, მაგრამ ჩემთვის პრობლემა ისაა, უფრო აქტიურად რატომ არ იქცევიან, რატომ არავისგან სჭირდებათ მართლა დახმარება და პარტიებს შორის პოლიტიკურ კონსენსუსზე რატომ არ ფიქრობენ. ეს მაფიქრებინებს, რომ მათი მოქმედებები „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები